2016-2017 წლის პროექტი-,, ხე დარგე''
09.10.2014 პროექტი ,,მარტოობა’’ ( პროექტის ხანგრძლივობა 2 კვირა)
პროექტის განსახორციელებლად შეირჩა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,მარტოობა’’ ტექსტი კლასში წაიკითხა, კლასის მოსწავლის ანა გაბუნია მშობელმა, ნინო გაბუნიამ, მოსწავლეებმა შემოქმედებითად იმუშავეს ჯგუფებში , საერთო ნამუშევარი წარადგინეს ჯგუფის ლიდერებმა სათაურით ,,წერილი ბებოს’’,სადაც მოსწავლეებმა ანუგეშეს მარტო დარჩენილი ბებია და მალე ჩასვლაც დაჰპირდნენ, პროექტი დასრულდა ექსკურსიით ,,რთველში ბებოსთან’’ ჩვენ ჩავედით ანა გაბუნიას ბებიასთან გურჯაანში :)
მოთხრობა ,,მარტოობა’’ ვიდეოს სანახავად დააჭირეთ
მოთხრობა ,,მარტოობა’’ ვიდეოს სანახავად დააჭირეთ
16.09.2014 ზღაპრების სამყაროში :,,გაშეშებული კადრი’’
მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში,შეარჩიეს დასახელებული ზღაპრებიდან სასურველი ეპიზოდი და გააცოცხლეს პერსონაჟები, კლასს ევალებოდა გამოეცნო რომელი ზღაპრის რომელი ეპიზოდი ჩაიფიქრა წყვილმა, სამუშაო ხალისიანი და ბავშვების მხრიდან ინტერესის აღმძვრელი აღმოჩნდა
No comments:
Post a Comment