Saturday, November 5, 2016

25 ოქტომბერს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში ხელოვნება-ქართული, თემაზე ,,დასევდიანდა ბუნება''


მოსწავლეებმა შეაჯამეს სეზონური ცვლილებები შემოდგომით, გაიხსენეს ჩატარებული შრომა- საქმიანობა სოფლად , ასევე წაიკითხეს თემატური ლექსები


Monday, November 30, 2015



ბავშვები თანაკლასელების წინ წარსდგნენ პირველი პრეზენტაციით ,,ჩემი საყვარელი ხილი'' დაასახელეს და დაახასიათეს ხილი სარგებლიანობის კუთხით





მოვაწყეთ გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში თემაზე ,,დასევდიანდა ბუნება''
მოსწავლეებთან ერთად თვალსაჩინოდ   ჩამოთვალეს, რა ცვლილებები მოჰყვა შემოდგომის დადგომას  ბუნებაში.




ვეწვიეთ თბილისის საკრავების მუზეუმს, სტუმრობა შემეცნებითი ხასიათის იყო,იქვე  გაეცნენ და შევაჯამეთ მუზეუმში ნანახი საკრავები.

მოვაწყეთ ექსკურსია თბილისის დამაარსებლის, ვახტანგ გორგასლის ძეგლის მოსანახულებლად, დაათვალიერეს ,,მეტეხის'' უძველესი ტაძარი
გაიხსენეს ნასწავლი ლეგენდა და ხალხური ლექსი.









Wednesday, June 17, 2015

13.06.2015

ექსკურსია მარშრუტით: ტანძია-ბოლნისის სიონი

Tuesday, June 9, 2015

29.05.2015 დაწყებითი კლასების დამამთავრებელი ღონისძიება,  სპექტაკლი,,სათაგური'' და ,,ჩხიკვთა ქორწილი''


























17.03.2015    ქ.თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სახლ-მუზეუმში შედგა მოსწავლეებსა და საზოგადო მოღვაწეთა შორის შეხვედრა.სტურებს შორის იყვნენ პოეტები: ვახტანგ ჯავახაძე, ლია სტურუა, რევაზ მიშველაძე,გიზო ზარნაძე, ბათუ დანელია, ცირა ჩიკვაიძე, ელგუჯა მარღია.მსახიობი, რეჟისორი, მწერალი გოგი ხარაბაძე.ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე.























მიზანი: ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გაცნობა, ბავშვებთან  გასაუბრება, პოეტის შემოქმედების ირგვლივ მსჯელობა.
შედეგი: სტუმრებმა ისაუბრეს პოეტის შემოქმედებაზე, მოიყვანეს  მისი ცხოვრებიდან  ნაკლებად გახმაურებული ფაქტები.




 შეხვედრას მოჰყვა გამოხმაურება.













 21.05.2015  მუზეუმის დირექტორის ქ-ნი ნელი გაბისონიას ინიციატივით ბავშვები ჩაერთვნენ მუზეუმის კვირეულში გამართულ ღონისძიებაში, მერიის წარმომადგენლებმა ბავშვები დააჯილდოეს სიმბოლური საჩუქრებით (მაისურებით)

Wednesday, December 17, 2014





14.12.2014  მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო პროექტში სახელწოდებით Le-MATH ,,ვუერთდებით ევროპას’’პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გამხდარიყვნენ შემოქმედებითი , აქტიური მონაწილეობა მიეღოთ სასწავლო პროცესში. დავდგით სპექტაკლი სახელწოდებით ,,დროის მანქანა’’. მოსწავლეები გაცნენ  მათემატიკის საწყისებს , გააცოცხლეს ძველი ბერძენი მათემატიკოსები, დაეუფლნენ 9-ზე გამრავლების თითებზე ანგარიშის სახალისო უნარ-ჩვევას და თავადაც სცადეს სახალისოდ აეხსნათ თანატოლებისთვის.





12.12.2014 კლასში მოეწყო სალონური ტიპის ლიტერატურული საღამო ,,ჩვენ და გალაკტიონი’’

ბავშვებმა შეისწავლეს და წარმოაჩინეს მწერლის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები, შექმნეს საკლასო საპრეზენტაციო პლაკატები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.






Monday, November 24, 2014



09.10.2014  პროექტი  ,,მარტოობა’’


( პროექტის ხანგრძლივობა 2 კვირა)



პროექტის განსახორციელებლად შეირჩა რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,მარტოობა’’ ტექსტი კლასში წაიკითხა, კლასის მოსწავლის ანა გაბუნია მშობელმა, ნინო გაბუნიამ, მოსწავლეებმა შემოქმედებითად  იმუშავეს ჯგუფებში ,  საერთო ნამუშევარი წარადგინეს ჯგუფის ლიდერებმა სათაურით ,,წერილი ბებოს’’,სადაც მოსწავლეებმა ანუგეშეს მარტო დარჩენილი ბებია და დახმარებას დაჰპირდნენ,

 პროექტი დასრულდა ექსკურსიით ,,რთველში ბებოსთან’’ 
 ჩვენ ჩავედით ანა გაბუნიას  ბებიასთან  გურჯაანში :)