Wednesday, December 17, 2014





14.12.2014  მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო პროექტში სახელწოდებით Le-MATH ,,ვუერთდებით ევროპას’’პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გამხდარიყვნენ შემოქმედებითი , აქტიური მონაწილეობა მიეღოთ სასწავლო პროცესში. დავდგით სპექტაკლი სახელწოდებით ,,დროის მანქანა’’. მოსწავლეები გაცნენ  მათემატიკის საწყისებს , გააცოცხლეს ძველი ბერძენი მათემატიკოსები, დაეუფლნენ 9-ზე გამრავლების თითებზე ანგარიშის სახალისო უნარ-ჩვევას და თავადაც სცადეს სახალისოდ აეხსნათ თანატოლებისთვის.





12.12.2014 კლასში მოეწყო სალონური ტიპის ლიტერატურული საღამო ,,ჩვენ და გალაკტიონი’’

ბავშვებმა შეისწავლეს და წარმოაჩინეს მწერლის ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები, შექმნეს საკლასო საპრეზენტაციო პლაკატები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.



No comments:

Post a Comment